მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ტელესერიალი 60 წლის გახდა

მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ტელესერიალი 60 წლის გახდა

ბრიტანული ტელესერიალი „კორონაციის ქუჩა“ 60 წლის გახდა. ამის შესახებ France 24 იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი საპნის ოპერის სიუჟეტი ინგლისის გამოგონილ ქალაქში, უეზერფილდში ვითარდება და მისი ერთ-ერთი ქუჩის ჩვეულებრივი ბინადრების ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოგვითხრობს.. სერიალის პირველი ეპიზოდი ეთერში 1960 წლის 7 დეკემბერს გავიდა. თავდაპირველად მისი შემქმნელები ვარაუდობდნენ, რომ შოუ რამდენიმე თვეს გაგრძელდებოდა, თუმცა ის ბრიტანული ტელეარხის Itv-ს ეთერში დღემდე გადის.

სერიალს არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მოგებული.