საინტერესოა, არის თუ არა კავშირში ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სანდრა რულოვსის გერმანიის პროკურატურაში დაბარება გიორგი გაბუნიას რიტუალური მკვლელობის თაობაზე უკრაინელი ჟურნალისტების მიერ გამოთქმულ ვერსიასთან,- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი.
ნიკოლეიშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა დიდი კვანძი გაიხსნას.
,,გუშინ გერმანული ტელეარხის DW-ს მიერ ცოტა არ იყოს დამაფიქრებელი ინფორმაცია გავრცელდა - საინტერესოა, არის თუ რა კავშირშია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სანდრა რულოვსის გერმანიის პროკურატურაში დაბარების ფაქტი გიორგი გაბუნიას რიტუალური მკვლელობის თაობაზე უკრაინელი ჟურნალისტების მიერ გამოთქმულ ვერსიასთან, რომლის თანახმადაც, მიშა სააკაშვილმა სწორედ სანდრა რულოვსის და მალხაზ მაჩალიკაშვილის (ვახა ტერლოევი) მეშვეობით დაუკვეთა გიორგი გაბუნიას მკვლელობა ჩეჩენ ბოევიკებს, რათა საქართველოში რევოლუციური სცენარის განხორციელებისთვის ხალხის მასობრივი მღელვარება გამოეწვია? გერმანიის შესაბამისი ორგანოები საკმაოდ სერიოზულობით გამოირჩევიან-არ არის გამორიცხული, რომ ამით შესაძლოა დიდი კვანძი გაიხსნას“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.