36 წლის ვარსკვლავი, ქლოე კარდაშიანი ოჯახის სხვა წევრების მსგავსად ტაჰოს ტბაზე ისვენებს და სოციალურ ქსელში უამრავ ფოტოს აქვეყნებს. ქლოე გემოვნებიანი, გლამურული და სექსუალური იმიჯით ნამდვილად გამოირჩევა. მან გამომწერებს იმედები არც ამჯერად გაუცრუა, როდესაც ინსტაგრამზე რამდენიმე ახალი ფოტო გამოაქვეყნა.
უახლეს კადრებში ქლოეს საკუთარი ბრენდის Good American-ის სპორტული სამოსი აცვია, რომელსაც ყავისფერი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ნაცრისფერი, ნაქსოვი ქუდი ბრჭყვიალა მაკიაჟთან ერთად შეუხამა.