მადონას ქალიშვილი 24 წლის ლურდეს ლეონი ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირად ხვდება უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების ყურადღების ობიექტი.
2018 წელს შედგა მისი დებიუტი პოდიუმზე Gypsy Sport-ის შოუზე, რომელიც ნიუ-იორკში ჩატარდა, ხოლო 2019 წელს მან Miu Miu-ს კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.
რამდენიმე დღის წინ ის plus size მოდელთან ეშლი გრაჰამთან ერთად გადაიღეს Couture Underwear-ის ახალ კამპანიაში.
ამჟამად ლურდესი კარიერული საქმიანობისგან პაუზას იღებს და მეგობარ მამაკაცთან ერთად Tulum-ში ისვენებს.
გოგონას ექსკლუზიური პაპარაცული ფოტოები ბრიტანულმა ტაბლოიდებმა გაავრცელეს.