Forbes-მა წლის ყველაზე გავლენიანი ქალები დაასახელა

Forbes-მა წლის ყველაზე გავლენიანი ქალები დაასახელა

ჟურნალმა Forbes 2020 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა.

რეიტინგში პირველი ადგილს უკვე მეათე წელია გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იკავებს.

მეორე ადგილზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდია. მესამეზე კი აშშ-ის არჩეული ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი აღმოჩნდა. ის ამ რეიტინგში პირველად მოხვდა.

სულ რეიტინგში 17 ახალი მონაწილეა. „ეს იმის ილუსტრაციაა, რომ ქალები საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროს ხელმძღვანელობენ“, - აღნიშნავენ Forbes-ში.

ჟურნალი რეიტინგს უკვე მეჩვიდმეტედ ადგენს.