დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ პანდემია, სავარაუდოდ, 2022 წლისთვის დასრულდება. ამასთან, იმნაძე ვარაუდობს, რომ 2021 წლის გაზაფხულიდან, ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება.
„2021 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე უკეთესი სიტუაცია უნდა იყოს, თუცა პანდემია, ალბათ, 2022 წლამდე არსად გაქრება“, - განაცხადა იმნაძემ.