არჩილ თალაკვაძე: პარლამენტში ოპოზიციასთან ერთად მუშაობა საარჩევნო რეფორმის საკითხზე შეგვიძლია

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტში ოპოზიციასთან ერთად მუშაობა საარჩევნო რეფორმის საკითხზე შეგვიძლია

პარლამენტში ოპოზიციასთან ერთად მუშობა ჩვენ საარჩევნო რეფორმის გაგრძელების საკითხზე შეგვიძლია, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თალაკვაძეს კითხვით მიმართეს, თუ როგორ აპირებენ, ოპოზიციის პარლამენტში შეყვანას.

„ოპოზიციას პარლამენტში შევიყვანთ ეს ის სიტყვა არ არის, რასაც ვიტყოდი ამ პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში. ძალიან ცივილიზებული ფორმით, ელჩების ფასილიტაციით მიმდინარეობს მოლაპარაკება. მოლაპარაკების მაგიდაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. პოზიციები არის დაახლოებული და არის ალბათობა, შეთანხმება შედგეს. თუ ამას ამ ორი დღის განმავლობაში შევძლებთ, პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა, მუშაობა პარლამენტში გააგრძელონ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო საკითხზე შეთანხმების მიღწევა შესაძლოა იყოს ის საკითხი, რის გამოც ოპოზიცია პარლამენტში შევა.

„არჩევნების საკითხი უდაოდ მთავარი საკითხია, რადგან ოპოზიციამ ამასთან დაკავშირებით სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები სამოაყენა, როდესაც არჩევნები დასრულდა. ამდენად, ჩვენ მზად ვართ, ყველა იმ შეკითხვაზე, როელიც ოპოზიციამ დასვა არჩევნებთან დაკავშირებით, გავცეთ პასუხები, გავცეთ პასუხები, ვიმუშაოთ ამ საარჩევნო რეფორმაზე და შესაბამისად, ერთხელ და სამუდამოდ ამოვწუროთ ეს საკითხი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი შეთანხმების გარეშე დასრულდა.