ირაკლი კობახიძე: რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის საფუძველი ოპოზიციას არ აქვს

ირაკლი კობახიძე: რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის საფუძველი ოპოზიციას არ აქვს

რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის საფუძველი ოპოზიციას არ აქვს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის შემდეგ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„გრძელდება მოლაპარაკებები. ძალიან ბევრი მიმართულებით გვაქვს წარმატება. დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ საარჩევნო რეფორმის ბევრ ასპექტში გვაქვს შეჯერებული პოზიციები. რაც შეეხება ე.წ. პოლიტპატიმრებს, ეს არის სამართლებრივად გადასაწყვეტი საკითხი, ხოლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ისინი ვერც ერთი პუნქტით ვერ ამტკიცებენ იმას, რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ ხარვეზებს. რა თქმა უნდა, იყო ლოკალური ხარვეზები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ 48% არაა 48%. რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის საფუძველი ოპოზიციას არ აქვს. იმედი გვაქვს, რომ ყველა პარტია მოაწერს ხელს შეთანხმებას“, - განაცხადა კობახიძემ.

მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.