არჩილ თალაკვაძე: გარკვეული რადიკალური ჯგუფის მხრიდან ვისმენთ კომენტარებს, რომლითაც ისინი ზეწოლას ახდენენ მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებზე, რომ მათ ყველა დეტალი წინასწარ გაასაჯაროვონ

არჩილ თალაკვაძე: გარკვეული რადიკალური ჯგუფის მხრიდან ვისმენთ კომენტარებს, რომლითაც ისინი ზეწოლას ახდენენ მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებზე, რომ მათ ყველა დეტალი წინასწარ გაასაჯაროვონ

ბოლო 2-3 დღეა, გარკვეული რადიკალური ჯგუფის მხრიდან, ვისმენთ მედიაში კომენტარებს, რომლითაც ისინი ზეწოლას ახდენენ მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებზე, რომ მათ ყველა დეტალი წინასწარ გაასაჯაროვონ, რაც, მოგეხსენებათ, რომ არა მხოლოდ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოლაპარაკებებში, არამედ, საერთაშორისო მოლაპარაკებებშიც კი, მიუღებელია, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ. აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ.

„მოლაპარაკებები როდესაც მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ჩვენ საზოგადოებას გარკვეულ ბაზისურ ინფორმაციას ვაწვდით, მაგრამ დეტალები გასაჯაროვდება მას შემდეგ, რაც დასრულდება მოლაპარაკებები. ჩვენი შეთანხმების მიხედვით, არ მაქვს უფლება, ვთქვა, თუ რა პოზიციები გამოიხატა სხვა პარტიების მხრიდან, მაგრამ გარწმუნებთ, რომ დღევანდელი მოლაპარაკება იყო კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი შეთანხმებისკენ“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.