ნიკა მელია:  პარლამენტში, არცერთი ოპოზიციონერი არ იქნება, ვინმე თუ შევა, ის არც ოპოზიციონერი და არც დეპუტატი იქნება, ის იქნება პუფი

ნიკა მელია:  პარლამენტში, არცერთი ოპოზიციონერი არ იქნება, ვინმე თუ შევა, ის არც ოპოზიციონერი და არც დეპუტატი იქნება, ის იქნება პუფი

მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებს ბიძინა ივანიშვილს არავინ დაუკანონებს, მაგრამ თუ მეკითხებით ვინმე აპირებს თუ არა შესვლას, რომ გითხრათ 60 კაცის სახელით, კლასის დამრიგებელი ხომ არ ვარ?! - ასე უპასუხა მე-10 მოწვევის პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებულ შეკითხვას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, არც ერთი ოპოზიციონერი ბარიერგადალახული პარტიიდან პარლამენტში არ შევა.

"მე-10 მოწვევის პარლამენტში, არცერთი ოპოზიციონერი არ იქნება, ვინმე თუ შევა, ის არც ოპოზიციონერი და არც დეპუტატი არ იქნება, ის იქნება პუფი, უბრალოდ რაღაც ნივთი. ვინმე თუ შევა, ცდუნებას ვერ გაუძლებს და შევა, ის ვერ იქნება ვერც დეპუტატი და ვერც ოპოზიციონერი. როგორ წარმოგიდგენიათ, 6 კაცი შევიდეს და რა უნდა აკეთოს ამ 6-მა ადამიანმა? მე გამოვრიცხავ. მაინცდამაინც თუ გაინეტერესებთ, თუკი მაინც ვინმე შევიდა, ის ვერც დეპუტატი იქნება და ვერც ოპოზიციონერი. შესვლის სურვილი შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეთ. მაგალითად, ბევრ საჯარო მოხელეს აქვს ქრთამის აღების ცდუნება, მაგრამ ეშინია პროკურორის, პოლიციის უფროსის, პოლიციის, კანონის, რომ არ დაისაჯოს, აქაც ალბათ ვიღაცებს აქვთ სურვილი, მაგრამ ეშინიათ მორალური პოლიციის, ხალხის, საზოგადოების, ვის წინაშეც ვართ ანგარიშვალდებული. ვერავისზე 100 პროცენტით თავს ვერავინ დადებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებს ბიძინა ივანიშვილს არავინ დაუკანონებს, მაგრამ თუ მეკითხებით ვინმე აპირებს თუ არა შესვლას, რომ გითხრათ 60 კაცის სახელით კლასის დამრიგებელი ხომ არ ვარ?!" - განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის სამი მთავარი მოთხოვნიდან სამივე უნდა შეასრულოს.

"სამი მთავარი მოთხოვნაა, ერთი ეს არის ახალი არჩევნები, პატიმრები და საარჩევნო სისტემა. პირველი ორის გარეშე, მესამეზე მიმდინარეობს საუბარი და პირველი მეორეს გარეშე, მე პირადად მესამე კომპონენტზე საუბარი დროის ფუჭად კარგვა მიმაჩნია. მე არ ვიცნობ ქართულ პოლიტიკაში კამიკაძეებს", - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, "ლელოს" ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.

 

 

maia dadia ამბიციური იდიოტი ხართ!
4 წლის უკან