საქართველოს სამშვიდობოზე გაყვანა არის მთავარი თემა დღეს, რომელიც მმართველ გუნდს აღელვებს, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. მან კომენტარი გააკეთა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით.
„ჩვენ მოველით პრემიერ-მინისტრისაგან ანგარიშს - რა მიმართულებები ვითარდება საქართველო, სად არის ის პრობლემები, რომელიც არის დასაძლევი ამ ბოლო პერიოდში. რასაკვირველია საქართველოს სამშვიდობოზე გაყვანა არის მთავარი თემა დღეს, რომელიც აღელვებს მმართველ გუნდს“, - აცხადებს ვოლსკი.
პარლამენტი დღეს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენს.