ბენ აფლეკი და ანა დე არმასი უკვე ერთად ცხოვრობენ!

ბენ აფლეკი და ანა დე არმასი უკვე ერთად ცხოვრობენ!

რამდენიმეთვიანი შეხვედრებისა და რომანტიკული გასეირნებების შემდეგ, ანა დე არმასმა და ბენ აფლეკმა საკუთარი ურთიერთობა ახალ ეტაპამდე მიიყვანა. როგორც ირკვევა, წყვილი უკვე ერთად ცხოვრობს და ამ სიახლეს The Cult-ის ცნობილი გამოცემა იტყობინება.

"მათი ურთიერთობა უფრო და უფრო ძლიერი ხდება," - აღნიშნა ინსაიდერმა გამოცემასთან საუბარში.ხოლო სანამ კიდევ ერთი ვარსკვლავური ქორწინების შესახებ შევიტყობდეთ, შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ანა დე არმასის ხელზე პაპარაცებმა სავარაუდოდ ნიშნობის ბეჭედი დააფიქსირეს.