როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 8 დეკემბერს ქუთაისში დღისით +15 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8. მცირე ღრუბლიანობას ვარაუდობენ სინოპტიკოსები ბათუმში, სადაც +19 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით +6. სოხუმში +17 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +8 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -5 გრადუსია მოსალოდნელი. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ჭიათურაში +13 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს. ბორჯომში +7 გრადუსია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +3 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -6 გრადუსი იქნება.

გორში მზიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღეს მოთოვს. +2 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს. ომალოშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -8 გრადუსი არის ნავარაუდევი.

თოვს ლაგოდეხშიც. აქ ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც თოვლია მოსალოდნელი, სადაც დღის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+3 გრადუსი და თოვაა ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექია მოსალოდნელი სიღნაღშიც. +2 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -1 გრადუსი არის ნავარაუდევი.

თოვლჭყაპია მოსალოდნელი რუსთავში, დღისით ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლჭყაპია დედაქალაქშიც. დღისით აქ ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.