ანდრიუს კუბილიუსი:  ყველა მთავარმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიაღწიოს ერთობლივ შეთანხმებას

ანდრიუს კუბილიუსი:  ყველა მთავარმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიაღწიოს ერთობლივ შეთანხმებას

ყველა მთავარმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიაღწიოს ერთობლივ შეთანხმებას, - ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

კუბილიუსის თქმით, თავისთავად ცხადია, რომ ეროვნული პოლიტიკური კონსენსუსი საქართველოსთვის მთავარი ფაქტორია მომდევნო ათწლეულში ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის.

„ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული, საქართველოს მიზანი ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. საქართველოს წარმატება ძალზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავად საქართველოსთვის, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. რეგიონში გეოპოლიტიკური გამოწვევებს და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ექნება მნიშვნელოვანი შედეგები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, რუსეთისა და მთელი ევროპისთვის.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია ნატოში ინტეგრაციის პროგრამების გაძლიერებასთან და საქართველოს პრაქტიკულ მხარდაჭერასთან, აგრეთვე საქართველოს ამბიციასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლისთვის ოფიციალურად განაცხადოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, განსაკუთრებით გამამხნევებელია, განსაკუთრებით ასეთი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე.

თავისთავად ცხადია, რომ ეროვნული პოლიტიკური კონსენსუსი საქართველოსთვის მთავარი ფაქტორია მომდევნო ათწლეულში ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის და საგარეო გეოპოლიტიკური გამოწვევების გადასაჭრელად, რომლებიც ძირითადად რუსეთიდან მოდის.

ამის გათვალისწინებით, საქართველოს პოლიტიკურმა ისტაბლიშმენტმა, მათ შორის ყველა მთავარმა პოლიტიკურმა ძალამ, უნდა მიაღწიონ ერთობლივ შეთანხმებას, რათა მიიღონ ეროვნული კონსენსუსი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიულ მიზნებზე, რომელსაც მხარს დაუჭერს სრულყოფილად მოქმედი პარლამენტი. ამასთან, საქართველოს ამბიცია 2024 წლისთვის, განაცხადოს ევროკავშირში გაწევრიანებას, არის პოზიტიური ნაბიჯი, რომელიც მოითხოვს კონსოლიდირებულ ეროვნულ პოლიტიკურ ნებას.

ჩვენ ვენდობით პოლიტიკური ლიდერებს ორივე მხარეს. ეს გადამწყვეტი მომენტია დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში, რომელმაც პოლიტიკური არასტაბილურობას შესაძლოა მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას და საქართველოს მომავალზე გრძელვადიანი გავლენა იქონიოს“, - ნათქვამია კუბილიუსის განცხადებაში.