გვარამია ოპოზიციას აუმხედრდა: „ღიად და პირდაპირ მივმართავ ოპოზიციას… ჯერ იმათმა მოგვპარეს, ახლა თქვენ გვპარავთ“

გვარამია ოპოზიციას აუმხედრდა: „ღიად და პირდაპირ მივმართავ ოპოზიციას… ჯერ იმათმა მოგვპარეს, ახლა თქვენ გვპარავთ“

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ოპოზიციას მიმართავს, გაასაჯაროვონ თუ რაზე მიდის "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებები. ნიკა გვარამია ასევე მოუწოდებს პოლიტიკოსებს, "დაიშვას მედია ოპოზიციის საერთო შეკრებებზე".

"ღიად და პირდაპირ მივმართავ ოპოზიციას:

რას ნიშნავს დაუსრულებელი არგასაჯაროება და დამალვა, რაზე მიდის მოლაპარაკებები?

რატომ გვამკითხავებთ, ვინ შედის, ვინ არა, ვინ რაზე თანახმაა, ვინ რისი წინააღმდეგია?

თუ თქვენ ვერ ხვდებით, მე გეტყვით: ახლა მიმდინარეობს ოპოზიციის ოცნებიზაცია - ჯერ იმათმა მოგვპარეს ხელისუფლება და ახლა ზუსტად იგივეს აკეთებთ თქვენ - გვპარავთ სიმართლეს და მასთან ერთად ხელისულფებას, ხალხისგან ფარულად თანხმდებით ჯერ ერთმანეთთან და მერე - ქართულ ოცნებასთან.

გახსოვდეთ, ხელისუფლება წაგვართვეს ჩვენ - ხალხს, და არა თქვენ - ოპოზიციურ პარტიებს. თქვენ წარმოადგენთ ხალხს და არა საკუთარ თავს და საკუთარ ინტერესებს. კეთილი ინებეთ და ჩვენც გაგვაგებინეთ რაზე მიდის შეთანხმება/მოლაპარაკებები.

მთავარი არხის სახელით მოვითხოვ (იმედია, სხვა მედიებიც შემოგვიერთდებიან),

გასაჯაროვდეს, რაზე მიდის მოლაპარაკებები და რატომ დაემსგავსა ეს ყველაფერი ვაჭრობას;

დაიშვას მედია ოპოზიციის საერთო შეკრებებზე და მოხდეს პირდაპირი ტრანსლირება, რათა გაირკვეს, ვინ შედის, ვინ რაზეა თანახმა, ვინ უგორებს კოჭს ივანიშვილს და ვინ იცავს ხალხის პოზიციას." - წერს ნიკა გვარამია ფეისბუქზე.

Aburjga Tasmanieli ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს....
4 წლის უკან
amo ვისაც არ ეზარება ყველა ხალხის აზრით საუბრობს, ალბათ იმსახურებს ხალხი კიდეც ამას
4 წლის უკან