ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ოპოზიციურ პარტიებში მიმდინარე პროცესები შეაფასა.
„ჩემი დაკვირვებით, დიდი პარტიების მიერ, პატარა პატიების ბულინგის მოწმეები ვართ. ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მხრიდან. სხვა და სხვა სახის მუქარაა... კერძოდ ის, რომ აღარ მისცემენ სხვა და სხვა მედია საშუალებებში გამოსვლის უფლებას“, - განაცხადა მჭედლიშვილმა.
მისი თქმით, ისეთ პარტიებში, როგორიცაა „ლელო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, მათ ინტერესშია პარლამენტში მოხვედრა. „მათ ძალიან კარგი ტრიბუნა ექნებათ პარლამენტში, რომ თავიანთი იდეები საკანონმდებლო დონეზე დააფიქსირონ. ასევე აქვთ შანსი, რომ ის ელექტორატი რომელიც მათ მოიპოვეს კიდევ უფრო გააფართოონ. ვფიქრობ საღი აზრი გაიმარჯვებს ამ პარტიებში და გამოვლენ ბულინგის ზონიდან და შევლენ პარლამენტში, თუკი მანამდე მოლაპარაკების შედეგად არ მოხდა გადაწყვეტილების მიღება“, - აღნიშნა მჭედლიშვილმა.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. მოლაპარაკებები თითქმის 6 საათს გაგრძელდა.