გია ვოლსკი:  ,,IPSOS” -ის კვლევა არ ჩატარებულა -  ჩატარდა სააკაშვილის და გვარამიას კვლევა, თუ შეიძლება ამას კვლევა ეწოდოს

გია ვოლსკი:  ,,IPSOS” -ის კვლევა არ ჩატარებულა -  ჩატარდა სააკაშვილის და გვარამიას კვლევა, თუ შეიძლება ამას კვლევა ეწოდოს

,,IPSOS „ - ის კვლევა არ ჩატარებულა, ჩატარდა სააკაშვილის და გვარამიას კვლევა, თუ შეიძლება ამას კვლევა ეწოდოს  - მათი მოსაზრებები იქნა გაჟღერებული, მათ მიერვე ანალიზიც გაკეთდა,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რეალური პოზიცია არის ის, არჩევნები სამართლიანად ჩატარდა.

,,რეალური პოზიცია არის შემდეგი - არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და რეალური პოზიცია არის ის, რომ ამ ურთულეს სიტუაციაში საქართველომ შესძლო გადარჩენა და სწორი პოზიცია, სწორი სტრატეგია აქვს არჩეული იმისთვის, რათა სამშვიდობოს გაიყვანოს ქვეყანა და მისი ხალხი. გამოწვევები ძალიან ბევრია და ეს გარკვეულად ასახულია კიდევაც სხვადასხვა კვლევებში თუ ამას კვლევები შეიძლება ეწოდოს. გაცილებით მეტი ინფორმაცია ამაზე გააჩნია სახელმწიფოს სამთავრობო სტრუქტურებს, რომლებიც მოქმედებენ ვითარების შესაბამისად“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

mamago იფ-რა-კვლევაა?!
4 წლის უკან