რატომ აიგნორებს ირინა შეიკი მეგობარ მამაკაცს? მისალმების გარეშე დარჩენილი მომღიმარი ვიტო

რატომ აიგნორებს ირინა შეიკი მეგობარ მამაკაცს? მისალმების გარეშე დარჩენილი მომღიმარი ვიტო

ვარსკვლავური წყვილის ირინა შეიკის და ვიტო შნაბელის ურთიერთობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების მუდმივი განხილვის საგანია, საქმე იმაშია, რომ წყვილი არც უარყოფს, თუმცა არც ადასტურებს სასიყვარულო ურთიერთობას. რომანტიკულ შეხვედრაზე მიმავალი წყვილი არაერთხელ მოხვედრილა პაპარაცების ობიექტივში, რამდენიმე თვის წინ ირინამ ვიტოს საკუთარი ოჯახის წევრებიც გააცნო.

ამჯერად ნიუ-იორკის ქუჩებში მოსიარულე ირინა შეიკმა მეგობარი მამაკაცი "დააიგნორა". სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ მოდელი იმდენად იყო ქალიშვილთან ყოფნით გართული, რომ ვიტო ვეღარ შეამჩნია, თუმცა ნაწილი აღნიშნავს, რომ მოდელი მეგობარ მამაკაცს გამიზნულად არ გამოელაპარაკა.