ბრიტანეთში კაცმა ლატარეის ჯეკპოტი ვერ მოიგო, რადგან შეყვარებულმა მისი არჩეული კომბინაცია შეცვალა

ბრიტანეთში კაცმა ლატარეის ჯეკპოტი ვერ მოიგო, რადგან შეყვარებულმა მისი არჩეული კომბინაცია შეცვალა

დიდ ბრიტანეთში კაცმა ლატარეის EuroMillions ჯეკპოტი შეყვარებულის გამო ვერ მოხსნა. ამის შესახებ The Sun-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 32 წლის ჯეიკობ საიმონი 1 წლის განმავლობაში ლატარეის ბილეთის შევსებისას ციფრების ერთი და იგივე კომბინაციას უშედეგოდ ხმარობდა. გასულ კვირას კი მისმა შეყვარებულმა ციფრების შეცვლა გადაწყვიტა, თუმცა სწორედ ამ დროს მომგებიანი ის კომბინაცია აღმოჩნდა, რომელსაც წყვილი 12 თვის განმავლობაში იყენებდა. ჯეიკობმა ჟურნალისტებს უამბო, რომ გათამაშება არ უნახავს, მაგრამ შეყვარებულმა მომხდარის შესახებ მოუყვა.

„მეგონა ხუმრობდა“, - განაცხადა კაცმა. მან ასევე აღიარა, რომ მომხდარის გამო წყვილმა იჩხუბა.

გათამაშების ჯეკპოტი 1 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენდა.