„ბეჭდების მბრძანებლის“ და „ჰობიტის“ მსახიობები ჯონ ტოლკინის სახლის გამოსასყიდად თანხას აგროვებენ

„ბეჭდების მბრძანებლის“ და „ჰობიტის“ მსახიობები ჯონ ტოლკინის სახლის გამოსასყიდად თანხას აგროვებენ

ჯონ ტოლკინის ნაწარმოებების ეკრანიზაციებში მონაწილე მსახიობებმა მწერლის სახლის გამოსასყიდად კრაუდფანდინგის კამპანია წამოიწყეს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია ოქსფორდში მდებარე სახლზე, რომელშიც მწერალი 1930-1947 წლებში ცხოვრობდა. სწორედ აქ დაწერა მან ლეგენდარული „ჰობიტი“ და ტრილოგია „ბეჭდების მბრძანებელი“. კამპანიაში ჩართულები არიან მსახიობები: იენ მაკკელენი (გენდალფი, „ბეჭდების მბრძანებელი“, „ჰობიტი“), ჯონ რის-დევისი (გიმლი, „ბეჭდების მბრძანებელი“) და მარტინ ფრიმენი (ბილბო ბეგინსი, „ჰობიტი“). მათ ტოლკინის შემოქმედების მოყვარულებთან ერთად 6 მილიონი დოლარის შესაგროვებლად 3 თვე აქვთ.

მსახიობების ცნობით, სახლის ყიდვის შემდეგ მასში ჯონ ტოლკინის სახელობის ლიტერატურული ცენტრი მოეწყობა. მასში რეგულარულად ჩატარდება სხვადასხვა შეხვედრა, კონკურსი და სხვა სახის ღონისძიებები.