დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ სიტუაციას განიხილავს. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომას პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი გაუძღვება.
საქართველოს საკითხის გარდა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნებს, თურქეთთან დაკავშირებულ მოვლენებსა და ადამიანის უფლებების საკითხს განიხილავს.