„იმედის კვირამ“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ლიდერი ვაქცინის შემქმნელთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინის შემქმნელის, უგურ საჰინის თქმით, გერმანულ კომპანიას პრეპარატის მასობრივი წარმოება უკვე დაწყებული აქვს და 2020 წლის ბოლომდე მაქსიმუმ 50 მილიონ დოზას დაამზადებს, 2021 წელს კი ეს რაოდენობა 1,3 მილიარდამდე გაიზრდება.
მისივე თქმით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის დაწყება ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 28 დღის შემდეგ იქნება შესაძლებელი. საჰინმა პრეპარატის უკუჩვენებეზეც ისაუბრა.
„პაციენტებს აღენიშნებოდათ თავის ტკივილი, 2-3 დღე სტკიოდათ ნანემსარი, ნაწილს ჰქონდა 2 დღე სიცხე ჰქონდა. იმუნიტეტზე ჯერ ვერ გეტყვით, დაკვირვება გრძელდება. ჯერ არ ვიცით, თვეები ან 1 წელი უნდა დაცული იყოთ“, - აღნიშნა მეცნიერებმა.
კითხვაზე თუ როდის დაუბრუნდება სამყარო ცხოვრების ჩვეულ წესს მან ასეთი პასუხი გასცა:
„თუ ყველა დაკისრებულ მოვალეობას ათიანზე შევასრულებთ, მაშინ მე ეს მოხდება მომავალი წლის გვიანი ზაფხულიდან, ალბათ უფრო შემოდგომაზე“.
ბრიტანეთმა Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მასობრივი მოხმარებისთვის 2 დეკემბერს დაამტკიცა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
ვინ და როგორ შექმნა ახალი კორონავირუსის პირველი ვაქცინა, რომლის ეფექტიანობაც მეცნიერულად დადასტურებულია? ამ ბმულზე ნახეთ.