საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინტერესდებიან ჟურნალისტები და არა მხოლოდ. მოგახსენებთ, რომ, პატრიარქი ბრძანდება საპატრიარქოში. ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია რეკომენდირებული ზომები და შეზღუდულია მასთან შეხვედრები“, - წერს ჯაღმაიძე.