რატომღაც ჩვენს ქვეყანაში წავიდა „კოვიდიზაცია“. ყველამ დაივიწყა, სხვა სომატური დაავადებები, თითქოს არ არსებობს, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
„ესენია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სიმსივნური პათოლოგია და უამრავი რამ, რაც მანამდე გვქონდა. ამ პაციენტებსაც უნდა დავუთმოთ ყურადღება. ცოდოები არიან იმიტომ, რომ თუ არ მოვუარეთ ამ პაციენტებს, მათი ინფიცირების შემთხვევაში, შესაძლოა, გამოვლინდეს ცუდი გამოსავალი”, – განაცხადა ლევან რატიანმა.