„როგორ შეიძლება მე მღვდელმა ვინმე დავწყევლო“ – რა თქვა ქადაგებისას მამა შალვამ და რა ჩათვალა წყევლად ნიკა გვარამიამ

„როგორ შეიძლება მე მღვდელმა ვინმე დავწყევლო“ – რა თქვა ქადაგებისას მამა შალვამ და რა ჩათვალა წყევლად ნიკა გვარამიამ

​მამა შალვა კეკელიამ ქადაგებისას განაცხადა:

„ოჯახებში იბადებიან ინვალიდი ბავშვები, ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მერე ამბობენ, რატომ გვემართება ეს, სულ ახალგაზრდები კვდებიან, ჩვენ გვარში კაცი არ დარჩა. გამოიკვლიე კარგად და მიხვდები, შენმა წინაპრებმა რა გააკეთეს – როგორც ახლა ამ ბიჭმა გააკეთა, როგორც ეს გვარამიები აკეთებენ გადაცემებს, როგორ შეიძლება ამათმა გვარმა გაიხაროს. კი არ ვწყევლი, საკუთარ თავს თვითონ იწყევლიან ამ საქციელებით“, – განაცხადა მამა შალვამ.

ამას მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შემდეგნაირად გამოეხმაურა:

„ავადმყოფია ეს ფეშენისტა მღვდელი. მაქმანებში და მანებში გამოკვართული ბოროტი ქუაბავაზაკი. შვილები დამიწყევლა ამ თხაწვერა ახვარმა“, – დაწერა გვარამიამ სოცქსელში.

amo ჰა აგეწვა?
4 წლის უკან