მამუკა ხაზარაძე:  ოპოზიციის პოზიციაა რიგგარეშე არჩევნები, საარჩევნო კანონმდებლობის და ადმინისტრაციის მთლიანად შეცვლა, ამის გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა

მამუკა ხაზარაძე:  ოპოზიციის პოზიციაა რიგგარეშე არჩევნები, საარჩევნო კანონმდებლობის და ადმინისტრაციის მთლიანად შეცვლა, ამის გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის გნცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია – რიგგარეშე არჩევები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობა.

„მემგონი, ოპოზიციამ ძალიან ნათლად ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია. ეს არის რიგგარეშე არჩევნები, მთლიანად შეცვლა ადმინისტრაციის და საარჩევნო კანონმდებლობის. ამის გარეშე ქვეყანა უბრალოდ წინ ვერ წავა, ამიტომ ამ პოზიციაზეა დღეს ოპოზიცია“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძის განმარტებით, „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლების დღევანდელ შეხვედრაზე ბევრ საკითხზე იქნება საუბარი.

„არ მინდა, კონკრეტიკაზე ვისაუბრო. ძალიან ბევრ თემაზე იქნება საუბარი, მაგრამ მთავარი მაინც არის ის, რომ ოპოზიცია არ დათმობს იმ განცხადებას, რომელიც მან გააჟღერა უკვე ბოლო ერთი თვის განმავლობაში“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

რაც შეეხება კითხვას საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მოლაპარაკების შედეგად ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, ხაზარაძის თქმით, ეთანხმება მას და აქვე ამატებს, რომ გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ნებას უნდა ასახავდეს.

„მე ვეთანხმები ამ განცხადებას, მაგრამ დავამატე, რომ ისეთი გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ქართველი ხალხისთვის და ამომრჩევლებისთვის იქნება მისაღები. ეს გადაწყვეტილება არის მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანი, გამჭვირვალე, არაძალადობრივი არჩევნების ჩატარება. ეს არის ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა ხაზარაძემ.

amo წამლის ფასები ყოველდღიურად მატულობს! თქვენ თუ ხალხზე ზრუნავთ (მეტია არაა ჩემი მტერი) ამის შესახებ რატომ პერმამენტულად არ საუბრობთ? თუ ეგ სფერო ოპოზიციის მიერაა პრივატიზებული? არჩევნები, არჩევნები! მერე ხალხს მაქედან რა? მოვალთ და ეშველება ქვეყანასო! კაი, ნუ გამაცინეთ, ქვეყნის რა მოგახსენოთ და თქვენ კი გეშველებათ!
4 წლის უკან