ნიკა მელია:  ხელისუფლება ახალ არჩევნებს თუ არ ჩანიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული არც ერთი ადამიანი არ შევა პარლამენტში

ნიკა მელია:  ხელისუფლება ახალ არჩევნებს თუ არ ჩანიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული არც ერთი ადამიანი არ შევა პარლამენტში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადებით, პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზა თავისუფალ გარემოში ჩატარებული ახალი არჩევნებია.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ დათმობაზე წასვლა მოუწევს.

„ხელისუფლებამ იცის ჩვენი წინადადებები, დუმს ხელისუფლება, რომელმაც 31 ოქტომბერს გადადგა ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც ახლა უნდა დაძლევა. როგორ დაიძლევა? მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნებით, სადაც თავისუფალ გარემოში გამოხატავენ მოქალაქეები თავიანთ ნებას. „ოცნებას“, როგორც სუბიექტს, რომელმაც მიიტაცა ხალხის ნება, მოუწევს დათმობაზე წამოსვლა“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

პლებისციტთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ კი მელია აცხადებს, რომ არ იცის, რა გაჟღერდა, მისი პარტიის გადაწყვეტილებაა, რომ თუ ხელისუფლება ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული არც ერთი ადამიანი  პარლამენტში არ შევა.

„არ ვიცი, რა გაჟღერდა, ჩვენმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არის პოლიტიკური საბჭოს მიერ დაკანონებული, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული არც ერთი ადამიანი არ შედის პარლამენტში“, – განაცხადა მელიამ.

amo წამლის ფასები ყოველდღიურად მატულობს! თქვენ თუ ხალხზე ზრუნავთ (მეტია არაა ჩემი მტერი) ამის შესახებ რატომ პერმამენტულად არ საუბრობთ? თუ ეგ სფერო ოპოზიციის მიერაა პრივატიზებული? არჩევნები, არჩევნები! მერე ხალხს მაქედან რა? მოვალთ და ეშველება ქვეყანასო! კაი, ნუ გამაცინეთ, ქვეყნის რა მოგახსენოთ და თქვენ კი გეშველებათ!
4 წლის უკან
mamago ამ ჩემ ფეხებს თუ არ არ შევა, რა დროს პიჯაკია ამ სიცივეში!
4 წლის უკან