ექიმი სოფიო ბერიძე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას ინტენსიური ტესტირებასთან დაკავშირებით ეხმიანება და საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს გაფართოებულ ტესტირებასთან დაკავშირებით:
“გუშინ სიხარულით ავიტაცე და გავაზიარე ეს სიახლე! მინდა კარგად გავაცნობიეროთ და რაც შეიძლება ბევრს გადასცეთ!
გაფართოებული ტესტირების მთავარი საყოველთაოდ აღიარებული ბენეფიტი(შედეგი) არის – რაც შეიძლება მეტი უსიმპტომო ინფიცირებულის გამოვლენა!
გაფართოებული ტესტირებაში ჩაერთოს ყველა – სიმპტომურიც და უსიმპტომოც!
უმკაცრესად დავიცვათ რეგულეციები
პირბადე!!!! დისტანცია!!!
და ყველაზე მთავარი!
თუ გაქვთ სიმპტომი და სწრაფი ტესტი უარყოფითია, არ ნიშნავს რომ არ გაქვთ კოვიდი. დარჩით იზლაციაში, მოითხოვეთ და ჩაიტარეთ PCR ტესტი (,,პისიარი” – ცხვირ-ხახიდან რომ იღებენ და მეორე დღეს რომელზეც არის პასუხი – ის!)
დღეს გაფართოებული, საყოველთაო ტესტირება ნიშნავს:
მაქსიმალურად ბევრი ინფიცირებულის ერთბაშად გამოვლენას!
ამ ადამიანების დაუყოვნებლივ იზოლაციას!
ვისაც სჭირდება, იმ ადამიანების სტაციონარში სწრაფად მოხვედრას!
10 დღეში ახალი ინფიცირებული შემთხვევების რაოდენობის კლებას!
ბედნიერ ახალ წელს!” - წერს სოფიო ბერიძე.