დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 321 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 615 შემთხვევა, აჭარაში - 491, იმერეთში - 564, ქვემო ქართლში - 395, შიდა ქართლში - 253, გურიაში - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 433, კახეთში - 236, მცხეთა-მთიანეთში - 175, სამცხე-ჯავახეთში - 76, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 6.
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 434. მათ შორის, 6 897 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 994, აჭარაში - 1 035, იმერეთში - 1 334. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში - 493, აჭარაში - 157, იმერეთში - 245. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 420 პირი, მათგან თბილისში - 187, აჭარაში - 88, იმერეთში - 48. 3 969 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 282 - თბილისში, 1 942 - აჭარაში, 428 - იმერეთში. 16 568 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 282 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -346, აჭარაში - 262, ხოლო იმერეთში - 28.
სულ 6 ოქტომბრიდან - 5 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 19 986 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 296 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 799 პირი, აჭარაში - 11 495, იმერეთში - 5 316“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 162 475 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 133 511-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 504 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.