24 საათის განმავლობაში საქართველოში 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, - ინფორმაცია StopCov.ge-ზე განახლდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 162 475 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 133 511-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 504 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.