გუბაზ სანიკიძე: ხალხს მძიმე დღეების, ჭირიანობის, შიმშილის, მორალური გაპარტახების გავლა მოუწევს

გუბაზ სანიკიძე: ხალხს მძიმე დღეების, ჭირიანობის, შიმშილის, მორალური გაპარტახების გავლა მოუწევს

პოლიტიკოს გუბაზ სნიკიძის განცხადებით, ხელისუფლება არაფრის დათმობას არ აპირებს.

„ხელისუფლება არაფრის დათმობას არ აპირებს, ეს სურათი გვაქვს დღეს. მმართველი გუნდი ძალიან წუხს, რომ ოპოზიცია არ შედის პარლამენტში. ხელისუფლებას, ოპოზიციას და ჩვენც სერიოზული გამოცდის გამოვლა მოგვიწევს. ამაში ვგულისხმობ, შიმშილობას, ჭირიანობას, მორალურ გაპარტახებას, უსაფრთხოების მოშლას, ამ ყველაფრის გამოვლა ქართველ ხალხს მოუწევს. ოპოზიცია პარლამენტში, რომ შევიდეს, ვერაფერს ვერ გააკეთებენ. ამ ეტაპზე პარლამენტში ოპოზიციის ყოფნას რა აზრი აქვს.”

 

amo აი, ასე უნდა ხალხისთვის იმედის მიცემა
4 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი მართალია ეს კაცი: ოპოზიციას აზრი არა აქვს. გინდ პარლამენტში და გინდ მის გარეთ. აზრი როცა არა გაქვს, გინდ შიგ იყო და გინდ გარეთ, მაინც შიგა გაქვს. :)
4 წლის უკან