იაგო ხვიჩიას განცხადებით მათი პარტია პლებისციტის იდეასთან დაკავშირებით გულგრილია. ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ზოგი პლებისციტს, ზოგი არჩევნებს, ზოგი რას ითხოვს, ამ თვალსაზრისით კამათი მიმდინარეობს, ზოგადად, ჩვენ პლებისციტის იდეასთან დაკავშირებით შედარებით გულგრილები ვართ. სხვა იდეები, რაზეც მსჯელობა მიდის, უფრო მოგვწონს, თუმცა, ჩვენს კოლეგებს ვეთანხმებით პლებისციტის იდეაშიც“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობდა.