გოგა ხაჩიძე: ახალგაღვიძებულზე იაგო ხვიჩიას გამოტანტალებები უადგილოდ, უდროოდ, ულოგიკოდ, უმორალოდ, არის აუტანელი

გოგა ხაჩიძე: ახალგაღვიძებულზე იაგო ხვიჩიას გამოტანტალებები უადგილოდ, უდროოდ, ულოგიკოდ, უმორალოდ, არის აუტანელი

„გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა ხაჩიძე „რუსთავი 2“-ის ეთერში პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას კომენტარზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მსგავსი „გამოტანტალებები“ უადგილო და უდროო იყო, რაც მისთვის, როგორც პარტიის მხარდამჭერისთვის იყო აუტანელი.

„ნახეთ თვითონ ენა, რა ენით წერს ზურაბ ჯაფარიძე, რას ამბობს, როგორ და მერე იქვე ხვიჩიამაც თქვა, რომ ახალი გაღვიძებული ვიყავიო და რაღაც იქვე ვუპასუხეო. ნახეთ მისი პასუხი, აი ასე, გამოტანტალდა კაცი და რა უპასუხა. აი ეს არის ის, რამაც იაგო ხვიჩიას ნაწილში მე არაერთხელ გამაღიზიანა და ასეთი გამოტანტალებები უადგილოდ, უდროოდ, სრულიად უსაზღვროდ, ულოგიკოდ, უმორალოდ გარკვეულწილად, რომ მერე იქვე ბოდიშების მოხდა გიწევს, აი ასეთი გამოტანტალებები არის აუტანელი კონკრეტულად ჩემთვის, როგორც გვერდიდან გულშემატკივრისთვის იაგო ხვიჩიასი. აქ საუბარი არ არის შინაარსზე, რომელზეც შეიძლება სხვა ფორმატში, სხვა ფორმით მსჯელობა, ღრმა ანალიზი, დასკვნების გაკეთება და ა.შ. არც იმაზეა საუბარი, რომ ვინმე ვინმეს პოზიციის გამოთქმას, რაღაც დროში უკრძალავს. როდესაც ასეთი გამოხტომის შემდეგ ისეთი რამე ხდება ფაქტად, რომ ათასობით შენი გულშემატკივარი და შენი ხმის მომცემი გამოდის და გლანძღავს და ეს ხდება ბევრჯერ, არ შეიძლება ასეთ საქციელს პასუხი არ გაეცეს. რაც შეეხება ვახო მეგრელიშვილს, აქაც მსგავსი ტიპის პრობლემები გვაქვს“, - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

თანაპარტიელებთან - ვახტანგ მეგრელიშვილთან, იაგო ხვიჩიასთან და სანდრო რაქვიაშვილთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა.

amo სხვას რომ ლექსიკას უწუნებ, შენს აბდაუბდას თუ გაიგებს ვინმე
4 წლის უკან