გიორგი ხელაშვილი: ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიცია პარლამენტში იყოს და არა ქუჩაში

გიორგი ხელაშვილი: ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიცია პარლამენტში იყოს და არა ქუჩაში

თუ ოპოზიცია შემოვა პარლამენტში, მაშინ მათთან საერთო ენის გამოძებნა ჩვენ, უმრავლესობის წევრებს მოგვიხდება. თუ ისინი პარლამენტში არ შევლენ, მათთან საუბარი ჩვენი ხელისუფლების აღმასრულებელ შტოს, მთავრობას მოუწევს, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „ფეისბურგი“ პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მწევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

ხელაშვილის თქმით, მას უჭირს პროგნოზის გაკეთება, შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში.

„ვისურვებდი, ოპოზიცია გადავიდეს კონსტრუქციულ პოზიციაზე და საუბარი პარლამენტში გავაგრძელოთ. თუ ოპოზიცია შემოვა პარლამენტში, მაშინ მათთან საერთო ენის გამოძებნა ჩვენ, უმრავლესობის წევრებს მოგვიხდება. თუ ისინი პარლამენტში არ შევლენ, მათთან საუბარი ჩვენი ხელისუფლების აღმასრულებელ შტოს, მთავრობას მოუწევს. კერძოდ, რაც დაკავშირებული იქნებ მანიფესტაციებთან, ბოიკოტთან და ასე შემდეგ.

ბუნებრივია, კანონშემოქმედებითი პროცესისთვის უმჯობესია, როდესაც პარლამენტში ყაყანი არ არის. კონსტრუქციულად მიდიხარ და იღებ კანონებს, რომელიც საჭიროა, მით უმეტს, ამ პანდემიის ფონზე. თუმცა, ლეგიტიმაციისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ოპოზიცია პარლამენტში იყოს და არა ქუჩაში“, - განაცხადა ხელაშვილმა.