შანელის კრეატიულმა დირექტორმა ვირჯინია ვიარდმა ბრენდის უახლესი კოლექცია საფრანგეთში არსებულ Château des Dames-ის სასახლეში წარადგინა.
დიზაინერზე ზეგავლენა რენესანსის ეპოქამ, სასახლემ და მასში არსებული ოთახების ორიგინალურმა მოახდინა, სადაც მედიჩის დინასტიის წარმომადგენელი ეკატერინე მედიჩი ცხოვრობდა. ვიარდი აღფრთოვანებული დარჩა სასახლეში არსებული სამზარეულოებით, რომელმაც ფრანგული კულინარიის ლანდშაფტი მთლიანად შეცვალა. ვირჯინიამ სასახლის ულამაზეს ბაღებში არსებული სილამაზე კაბის ნაქარგებში გადმოიტანა და Château des Dames-ის არქიტექტურის დიდებული დეტალები შანელის 2021 წლის უახლეს კოლექციაში მაყურებელს "ბრწყინვალე სიმარტივის" სახით წარუდგინა.
გლობარული პანდემიის გამო მსოფლიოში არსებული რთული ვითარებისა და არსებული შეზღუდვების გამო, აღორძინების ეპოქის შთაგონებით შექმნილ "შანელის" უახლესი კოლექციის ჩვენებას მხოლოდ ერთი სტუმარი, ბრენდის სახე კრისტენ სტიუარტი დაესწრო.