დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელიზაბეტ II-ს კიდევ ერთი ძაღლი მოუკვდა. ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.
დორგის ჯიშის ძაღლი, სახელად ვულკანი უინძორების სასახლის სიახლოვეს დაკრძალეს. ვულკანის სიკვდილის შემდეგ 94 წლის დედოფალს ერთადერთი ძაღლი, კანდი დარჩა.
2 წლის წინ ელიზაბეტ II-ს კიდევ ორი ძაღლი, უილოუ და უისპერი დაეღუპა. 2015 წელს ელიზაბეტ მეორემ გადაწყვიტა ძაღლები აღარ აეყვანა. დედოფალმა განმარტა, რომ არ სურდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ოთხფეხა მეგობრები პატრონის გარეშე დარჩენილიყვნენ.