ჯანმო: კორონავირუსის ვაქცინა ვირუსისგან სამუდამო დაცვას არ უზრუნველყოფს

ჯანმო: კორონავირუსის ვაქცინა ვირუსისგან სამუდამო დაცვას არ უზრუნველყოფს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირქტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინა ვირუსისგან სამუდამო დაცვას არ უზრუნველყოფს.

„ვეცნობით ახალ მონაცემებს იმის თაობაზე, რომ ვირუსისგან დაცვა მთელი ცხოვრების განმავლობაში არ გაგრძელდება და ამიტომ ხელახალი ინფიცირება შეიძლება მოხდეს. ვაქცინა არ ნიშნავს, რომ კორონავირუსის ნულოვანი მაჩვენებელი იქნება“, - განაცხადა მაიკ რაიანმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია აქამდე დაწესებული ზომების დაცვა, როგორიცაა ჰიგიენა და პირბადის ტარება.