ზურაბ ჯაფარიძე: „გირჩი“ არ დამიტოვებია, ჩემი და ამ ადამიანების გზები გაიყო

ზურაბ ჯაფარიძე: „გირჩი“ არ დამიტოვებია, ჩემი და ამ ადამიანების გზები გაიყო

მე „გირჩი“ არ დამიტოვებია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა.

ჯაფარიძემ მიზეზები არ დაასახელა, თუ რატომ გაიყო პარტიის თანაგუნდელების გზები. აღნიშნა, რომ უთანხმოება არ უკავშირდება მათი პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხს.

„რაც დავწერე სტატუსში, ეს არის, რისი თქმაც შემიძლია. ჩემი და ამ ადამიანების გზები გაიყო. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.