მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას სახელმწიფოსა და საზოგადოების სასარგებლოდ მიიღებენ

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას სახელმწიფოსა და საზოგადოების სასარგებლოდ მიიღებენ

არის შიდა დუღილი, ამას ყველა ვგრძნობთ, ყველა ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში. ისინი ცდილობენ, ამ შიდა დაპირისპირებისა და განხეთქილებების შესახებ ამბები გარეთ არ გამოვიდეს, მაგრამ ფაქტია, რომ შიდა დუღილი არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ისინი პატივს სცემენ საკუთარ ამომრჩევლებს.

„ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას სახელმწიფოსა და საზოგადოების სასარგებლოდ მიიღებენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

amo მანამდე არაფერი გეტკინა
3 წლის უკან