მამუკა მდინარაძე: ჯანდაცვის სისტემაზე, მის პირველ პირზე თავდასხმა იგივეა, რომ საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის მინისტრს დაესხა თავს

მამუკა მდინარაძე: ჯანდაცვის სისტემაზე, მის პირველ პირზე თავდასხმა იგივეა, რომ საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის მინისტრს დაესხა თავს

კრიტიკა ყოველთვის ბუნებრივი და მისაღებია, თუმცა ამ შემთხვევაში ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ჯანდაცვის სისტემაზე, მის პირველ პირზე თავდასხმა, რიგ შემთხვევებში გამოგონილი ამბებით არის იგივე, რომ საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის მინისტრს დაესხა თავს და მიზანმიმართული კამპანია გააჩაღო მის წინააღმდეგ, ახლა ამის დრო არ არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როცა გადაივლის ეს ამბები, კრიტიკოსებს შეუძლიათ, რაც უნდათ, ის ილაპარაკონ, თუმცა ახლა ერთად დგომაა საჭირო.

„კრიტიკა ყოველთვის ბუნებრივი და მისაღებია, თუმცა ამ შემთხვევაში ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ჯანდაცვის სისტემაზე, მის პირველ პირზე თავდასხმა, რიგ შემთხვევებში გამოგონილი ამბებით არის იგივე, რომ საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის მინისტრს დაესხა თავს და მიზანმიმართული კამპანია გააჩაღო მის წინააღმდეგ, ახლა ამის დრო არ არის და სწორედ ამას მივუძღვენით ჩვენი ბრიფინგი. ახლა არ არის იმ ადამიანებზე თავდასხმის დრო, რომლებიც ამ საქმეში ჯარისკაცები არიან, ექიმებსა და მათ ხელმძღვანელობაზე მაქვს საუბარი, ამ ბრძოლის დროს, შეიძლება გააკრიტიკო და ბევრი რამ ილაპარაკო, მაგრამ როცა კამპანიას გააჩაღებ ამ ხალხის წინააღმდეგ, ეს ძალაუნებურად ვირუსის მხარეს დგომა გამოდის. როცა გადაივლის ეს ამბები, რაც უნდათ, ის ილაპარაკონ, ახლა კი დავდგეთ ერთად“, - განაცხადა მდინარაძემ.