კომუნიკაციების კომისია: წინასაარჩევნო პერიოდში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი 7-მა მაუწყებელმა დაარღვია და ეთერში დებატები არ განათავსა

კომუნიკაციების კომისია: წინასაარჩევნო პერიოდში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი 7-მა მაუწყებელმა დაარღვია და ეთერში დებატები არ განათავსა

კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულმა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი 7-მა არხმა დაარღვია და ეთერში წინასაარჩევნო დებატები არ განათავსა. მაუწყებლები ვალდებულნი არიან მაყურებელს საარჩევნო სუბიექტების დებატები შესთავაზონ და მისცენ შესაძლებლობა ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტი შემდეგმა მაუწყებლებმა დაარღვიეს: „ტელეიმედმა“, „სტუდია მაესტრომ“, „პოსტივიმ“, „ტელერადიო კომპანია ატვ-12-მა“, „ტელეკომპანია თანამგზავრმა“, „ტელერადიო კომპანია ტვ 24-მა“ და „სილქ მედიამ“. კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „სტუდია მაესტრო, „პოსტივი“, „ტელერადიო კომპანია ატვ-12“, „ტელეკომპანია თანამგზავრი“ და „ტელერადიო კომპანია ტვ 24“ წერილობით გააფრთხილა, ვინაიდან აღნიშნული არხების მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის სანქცია არ გამოყენებულა, ხოლო „სილქ მედია“ სამართალდამრღვევად ცნო და სანქციისგან გაათავისუფლა.