მიხეილ ხიდურელი: რეიტინგები არის პირველი, რასაც ინვესტორს ვაჩვენებთ

მიხეილ ხიდურელი: რეიტინგები არის პირველი, რასაც ინვესტორს ვაჩვენებთ

რეიტინგი არის პირველი ერთ-ერთი ფილტრი, რომელშიც ინვესტორი ატარებს ქვეყანას. რეიტინგების მეშვეობით, ინვესტორი ერთ ქვეყანას ადარებს სხვა ქვეყნებს. ინვესტორი ყოველთვის რეგიონულად თუ არა, საერთაშორისო დონეზე ეძებს ალტერნატივებს ეძებს და რეიტინგი ძალიან მნიშვნელოვანია, ამის შესახებ სააგენტო „აწარმოე საქართველოშის“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა იმედის გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ Trace International-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, Trace Matrix-ის აქვს ქვერეიტინგი, სადაც საქართველო არის პირველ ადგილზე ყველაზე ნაკლებად საჭიროებაში, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან გქონდეს ინტერაქცია.

„ეს არის საინტერესო რეიტინგი, რომელიც აჩვენებს, რომ იმდენად დაბალი ბიუროკრატიაა, რომ ინვესტორ ინვესტიციის განხორციელება მთავრობასთან მინიმალური კონტაქტით შეუძლია. რეიტინგები არის პირველი, რასაც ვაჩვენებთ ინვესტორს, ამის შემდეგ კი ხდება კონკრეტული შეთავაზებები“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

Trace International-ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში მე-19 ადგილზეა.