აშშ-ის საელჩო: სასამართლო, საარჩევნო და ეკონომიკური რეფორმების კუთხით სავაჭრო პალატის წვლილს ვაფასებთ

აშშ-ის საელჩო: სასამართლო, საარჩევნო და ეკონომიკური რეფორმების კუთხით სავაჭრო პალატის წვლილს ვაფასებთ

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ახალ პრეზიდენტ სარა უილიამსონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას დიპლომატიური წარმომადგენლობა Facebook-ზე ავრცელებს.

აშშ-ის საელჩო აფასებს ამერიკის სავაჭრო პალატასთან ურთიერთობას და ულოცავს დირექტორთა ახალ საბჭოს. ამასთან, გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ყოფილ პრეზიდენტსა და დირექტორთა საბჭოს საქართველოში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვის მიზნით სასამართლო, საარჩევნო და ეკონომიკურ რეფორმებზე ღია დიალოგის მხარდაჭერაში შეტანილი წვლილისთვის.

2021 წლის დასაწყისში ახალ გუნდთან ერთად მოუთმენლად ველით წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებას.