თეთრი ფენისაგან კარგად გასუფთავებული ფორთოხალი დავჭრათ და კარამელიზება გავუკეთოთ ტაფაზე 1 სუფრის კოვზ შაქართან ერთად. დავამატოთ კონიაკი ბოლო მომენტში, რომ ალკოჰოლი სწრაფად აორთქლდეს
თასში ერთად ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხის გულები, წამოვადუღოთ რძე კაკაოსთან და ნაღებთან ერთად და შევურიოთ კვერცხიან მასას. კვლავ წამოვადუღოთ დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლად ვურიოთ. შემდეგ, ცეცხლიდან გადმოვიღოთ და დავამატოთ შოკოლადის ნატეხები. ბოლოს, გავწუროთ წვრილ საწურში.
ინდივიდუალურ პატარა თასებში ჩავაწყოთ ფორთოხლის ნაჭრები, დავასხათ ეს მასა, თავზე მოვაყაროთ შაქარი და შევდგათ ღუმელში ყველაზე ზედა თაროზე, სანამ შაქარი არ გახდება კარამელივით (უნდა გადნეს და გაყავისფრდეს).
მიირთვით ოდნავ თბილი
ინგრედიენტები 4 პორციაზე:
210 გრამი რძე,
70 გრამი შაქარი,
4 კვერცხის გული,
200 გრამი ნაღები (35 %–იანი),
30 გრამი შავი შოკოლადი,
20 გრამი კაკაო,
რამდენიმე ფორთოხლის ცედრა (წვრილ ზოლებად დაჭრილი),
რამდენიმე წვეთი კონიაკი,
შაქარი, კარამელის გასაკეთებლად.