აშშ-ში 102 წლის ქალმა კორონავირუსი მეორედ დაამარცხა

აშშ-ში 102 წლის ქალმა კორონავირუსი მეორედ დაამარცხა

102 წლის ამერიკელმა ანჯელინა ფრიდმანმა კორონავირუსი მეორედ დაამარცხა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ქალმა ცხოვრების განმავლობაში კიბო დაამარცხა. მის სამედიცინო ისტორიაში სხვადასხვა დროს შიდა სისხლდენა და სეფსისიც აღინიშნება.

ფრიდმანი მოხუცებულთა პანსიონში ცხოვრობს, სადაც COVID-19-ის დიაგნოზი პირველად მარტში დაუდგინეს. მან კლინიკაში 1 კვირა გაატარა, რის შემდეგაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ოქტომბრის ბოლოს ქალს ვირუსი კვლავ გამოუვლინდა. მას ცხელება და მშრალი ხველა ჰქონდა. კორონავირუსზე ტესტირებამ ნეგატიური პასუხი კი 17 ნოემბერს მიიღო. შედეგი მეორე ტესტმაც დაადასტურა. ფრიდმანის ოჯახის წევრების თქმით, ქალს სმენის და მხედველობის პრობლემები განუვითარდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 13 921 374 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 273 799 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.