ინტერპოლი: კრიმინალური ორგანიზაციები კორონავირუსის ვაქცინების მომარაგების შეფერხებასა და ყალბი ვაქცინების გაყიდვას შეეცდებიან

ინტერპოლი: კრიმინალური ორგანიზაციები კორონავირუსის ვაქცინების მომარაგების შეფერხებასა და ყალბი ვაქცინების გაყიდვას შეეცდებიან

კრიმინალური ორგანიზაციები კორონავირუსის ვაქცინების მომარაგების შეფერხებასა და ყალბი ვაქცინების გაყიდვას შეეცდებიან. ამის შესახებ ინტერპოლის განცხადებაშია ნათქვამი.

„სამართალდამცველ და ჯანდაცვის სფეროში მარეგულირებელ ორგანოებს შორის კოორდინაცია მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ინტერპოლში აღნიშნავენ, რომ ორგანიზაციის 194 წევრი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები გააფრთხილეს, რომ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ქსელებთან გასამკლავებლად მოემზადონ, რომელთა სამიზნე კორონავირუსის ვაქცინები გახდება.

„კრიმინალური ორგანიზაციები გეგმავენ მომარაგების ჯაჭვებში შეღწევასა და მის შეფერხებას. კრიმინალური ჯგუფები ასევე გეგმავენ ადამიანების ნდობით სარგებლობასა და ყალბი ვებ-გვერდებისა და ყალბი სამკურნალო საშუალებების გამოყენებით მათი შეცდომაში შეყვანას“, - აღნიშნულია ინტერპოლის განცხადებაში.