„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ისეთ რთულ ვითარებაში, როგორიც დღეს ქვეყანაში პანდემიის გამოა შექმნილი, პარლამენტის ფუნქციონირება აუცილებელია.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მოსაზრებები საკმარისად არის გაცვლილი დიალოგის მაგიდაზე და ახლა საჭიროა, ყველა პოლიტიკოსმა პასუხისმგებლიანი გდაწყვეტილება მიიღოს.
„რაც შეეხება მინდინარე დიალოგს, მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარისგან განცხადება, რომ ამ ეტაპზე ეს დიალოგი არის იმ ფაზაში, რომ მომწიფებულია გადაწყვეტილების მიღებისთვის და საჭიროა, ყველა მხარე პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ ყველაფერს. ვინაიდან თქვეს, რომ პარლამენტში არ შევალთო, ამის გადათქმა უჭირთ. იფიქრონ საკუთარ მოსახლეობაზე, ასევე იმ ვითარებაზე, რაც პანდემიის კუთხით არსებობს ქვეყანაში და ამ დროს პარლამენტის ფუნქციონირება და პარლამენტი. სწორედ ამ პასუხისმგებლობით და ამ გადმოსახედით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. როგორც საჯაროდ ვიცით, მოსაზრებები უკვე საკმარისად არის გაცვლილი დიალოგის მაგიდაზე და ახლა საჭიროა, ყველა პოლიტიკოსმა პასუხისმგებლიანი გდაწყვეტილება მიიღოს და ამისკენ მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.