ჯო ბაიდენმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე ჯანეტ იელენის კანდიდატურა წარადგინა

ჯო ბაიდენმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე ჯანეტ იელენის კანდიდატურა წარადგინა

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენიმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე ჯანეტ იელენის კანდიდატურა წარადგინა.

„მიხარია, რომ მეძლევა საშუალება ფინანსთა მინისტრის პოსტზე ჯანეტ იელენი წარვადგინო. მასზე კარგად კრიზისთან ბრძოლისთვის არავინაა მომზადებული“, - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

74 წლის ჯანეტ იელენი გამოცდილი ეკონომისტია. 2014-2018 წლებში ის ამერიკის ფედერალურ სარეზერვო სისტემას ხელმძღვანელობდა.

მანამდე ბაიდენმა თეთრის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდიც წარადგინა.