გიორგი ვოლსკი კარტოგრაფებზე: ეს ადამიანები ვერ აიღებდნენ თავის თავზე იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომ მოლაპარაკებები ჩვენთვის წამგები პოზიციიდან ეწარმოებინათ

გიორგი ვოლსკი კარტოგრაფებზე: ეს ადამიანები ვერ აიღებდნენ თავის თავზე იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომ მოლაპარაკებები ჩვენთვის წამგები პოზიციიდან ეწარმოებინათ

გიორგი ვოლსკიმ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ დავით-გარეჯის საქმეზე ისაუბრა. პარლამენტის ვიცე-სპიკერს არ სჯერა, რომ დაკავებულმა კარტოგრაფებმა მოლაპარაკებების საქართველოსთვის წამგებიანი პოზიციიდან წარმოების შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს.

„ეს ადამიანები ვერ აიღებდნენ თავის თავზე იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომ რაღაც რუკა შეენახათ, ამოედოთ სადღაც, გაექროთ და ეწარმოებინათ მოლაპარაკებები ჩვენთვის წამგები პოზიციიდან. მე ამის არ მწამს“,- განაცხადა ვოლსკიმ.

7 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.