გელა კურტანიძე: „არც ეს გირჩელები, ყველისციხის მეციხოვნეები, მგონიან დალაგებული და რა ვქნა“

გელა კურტანიძე: „არც ეს გირჩელები, ყველისციხის მეციხოვნეები, მგონიან დალაგებული და რა ვქნა“

ფეისბუქ-მომხმარებელი გელა კურტანიძე სოციალურ ქსელში წერს:

„გახსოვთ, ალბათ, "დიდოსტატის მარჯვენადან", გირშელ ერისთავი ავაზებს დააგლეჯინა მეფე გიორგიმ, კვეტარის ერისთავის მხოლოდშობილი ასულის, ზღვისფერთვალება და თავთუხისფერთმიანი შორენას გამო.

გაავებულ ავაზებთან რა უნდოდა?!

ვერ იყო დალაგებული ის გირშელი, ყველისციხის პატრონი..

არც ეს გირჩელები, ყველისციხის მეციხოვნეები, მგონიან დალაგებული, რა ვქნა. ერთი მხრივ ისინი პოპულარიზაციას უწევენ თავისუფლების იდეას, ოღონდ რატომღაც ეს ნარკოტიკების მოხმარების თავისუფლებამდე დაყავთ და სწორედ ამის რეკლამირება გამოსდით. არ ვიცი, შეგნებულად თუ შეუგნებლად.

ამასთან, მეორე მხრივ, ასევე გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ახდენენ ნარკოტიკის მომხმარებელთა სრულ მარგინალიზაციას... სულ ცოტა ხნის წინ კი, 70-იანი წლებიდან, ნარკოტიკების მოხმარება ჩვენში რომანტიზმისა და ჰეროიზმის საბურველში იყო გახვეული..

ახლადამოქმედებულ მეტადონით ჩანაცვლების პროგრამაში ჩართული ნარკოლოგი მიყვებოდა: ევროპიდან იყვნენ ჩამოსული სპეციალისტები და რომ გაეცნენ ერთერთი პუნქტის მუშაობას, გაკვირვებულებმა მკითხეს, მეტადონის მისაღებად თავად მომხმარებლები რატომ არ მოდიანო? მათ ჩაუთვლიათ, რომ გაპწკიალებული მანქანებით მოსული გაზმანული ტიპები მომხმარებლები კი არ იყვნენ, არამედ მათთვის მორიგი დოზის წასაღებად მოსული ახლობლები. ვერ წარმოედგინათ, რომ ნარკომანები შეიძლება ასე კარგად გამოიყურებოდნენ.

მართალია ევროპაში ნარკოტიკების მოხმარება თითქმის ყველგან დეკრიმინალიზირებულია, ანუ ამისთვის არავის იჭერენ, მაგრამ ნარკომომხმარებლებს არსად წყალობენ: თუ გინდა იკაიფე, ოღონდ მაშინ ისიც უნდა იცოდე, საჯარო სამსახურს არავინ გაგაკარებს და არც საზოგადოებაში იქნები მაინცდამაინც დაფასებული..

ჩვენთან კი, სწორედ რომ, პარიქით იყო - გავიხსენოთ, თუნდაც, ახლახანს მეტადონის პერედოზირებით გარდაცვლილი ექსმინისტრი. იმის გახსენებაც არ გაგვიჭირდება, რამდენი უნიჭიერესი ახალგაზრდის მომავალი და ხშირად სიცოცხლე შეიწირა ნარკოტიკებთან ახლობლობამ. ჩვენი თაობის კაშკაშა ვარსკვლავბიჭუნა, სწორედ ნარკოტიკების მოხმარებამ მოიყვანა იქამდე, რომ ამჟამად სიგარეტის ფული აქვს საძებნელი, არადა ნებისმიერ უმაღლესი დონის ფილმსა თუ სპექტაკლს დაამშვენებდა მისი საშემსრულებლო ხელოვნება..

ასევეა ყველგან, მთელ მსოფლიოში, ნარკოტიკებზე დამოკიდებულება არის ადამიანის პირადი ტრაგედია. სულისშემძვრელი საყურებელია ვიდეო, სადაც აწგანსვენებული ფეხბურთის გენია დიეგო არმანდო მარადონა დანანებით ამბობს: მსოფლიომ გაიცნო ფეხბურთის მოთამაშე მარადონა კოკაინთან ერთად, ნეტა რა იქნებოდა მარადონა კოკაინის გარეშე, სულ ამაზე ვფიქრობო..

ვგონებ, აზრიც კი არ აქვს იმ ზიანის შესახებ საუბარს, ნარკოტიკებთან თამაშს რომ მოაქვს..

ჰოდა სულაც არ არის ცუდი, თუ ვინმე მისი მოხმარების მარგინალიზაციას მოახდენს..

ასე რომ, თუ ამგვარ შიზოიდურ ქმედებებს და განცხადებებს არ მოიშლის, პოლიტიკური ორგანიზაცია "გირჩი" მოახდენს არამარტო ნარკომოხმარების, არამედ საკუთარი თავის სრულ მარგინალიზებას..

და ამ ყვერისციხის მეციხოვნეენს ისევე დაგლეჯენ პოლიტიკური ავაზები, როგოც ყველისციხის პატრონი გირშელი დაგლიჯეს გავეშებულმა ავაზებმა..

თუმცა მე რა - ნეტა იქამდე კარგად მამყოფა, ეს არ ვიდარდო".

petrekupry გირშელი ავაზებს არ აუგლეჯიათ, ციხის აღეის დროს, მეფე გიორგიმ ჯარი არ მიაშველა .... ავაზის შეეშინდა გირშელს ...
3 წლის უკან